ნათია ჟვანია
Saturday, May 6, 2017
Sunday, April 30, 2017
მერვე დღე
ტრენინგის მერვე დღეს განვიხილე გეგმის შაბლონში შესავსები წინარე ცოდნა და დიფერენცირებული სწავლება. შევუსაბამე სპეციალური საჭიროების მქონე, არაქართულენოვან და ნიჭიერ ბავშვებს , მათთვის დაგეგმილი აქტივობები.
Saturday, April 29, 2017
ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრენინგის მეშვიდე დღეს წარმოვადგინე საშინაო დავალება. განვიხილე და შევავსე შეფასების მოკლე მონახაზი და შეფასების დროის ჩარჩო. ტრენინგი იყო ინფორმაციულად დატვირთული და ჩაიარა საინტერესოდ.
Saturday, April 22, 2017
მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღე დავიწყე საშინაო დავალების, ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების, შემოწმებით. დავალებაში შევიტანე ცვლილებები. მუშაობა განვაგრძე გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებზე, საავტორო უფლებების დაცვით. განვიხილე ბუკლეტების ნიმუში. მომეცა საშინაო დავალება.
Sunday, April 9, 2017
მეოთხე დღე
ტრენინგის მსვლელობის მეოთხე დღეს განვიხილე და ჩამოვაყალიბე პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები. დავწერე, პროექტის გარშემო, 10 თემატური კითხვა. განვიხილე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავეცანი ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების სტრუქტურას.
Saturday, April 8, 2017
ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგის სამ დღიანი მსვლელობისას გავეცანი რას გულისხმობს პროექტებით სწავლება და დეტალურად განვიხილე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი.მოვისმინე მოსაზრებები, პროექტებით სწავლების შესახებ. ასევე განვიხილე ჩატარებული პროექტი და დავისახე ახალი პროექტის განხორცილების მიზანი. გავეცანი ელექტრონულ სახელმძღვანელოს "პროექტებით სწავლება". გავაკეთე ახალი პროექტის მოკლე მონახაზი. არჩეული პროექტის თემას მივუსადაგე სტანდარტი და ინდიკატორები, რომელთაც შევუსაბამე 21 საუკუნის უნარ-ჩვევები.
Subscribe to:
Posts (Atom)